ერდოღანმა TİKA-ს მუშაობა შეაფასა

“ხშირი ტერაქტებით ჩვენი დაჩოქება სურთ“

452055
ერდოღანმა TİKA-ს მუშაობა შეაფასა

პრეზიდენტი ერდოღანი დღეს სიტყვით გამოვიდა თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტო, TİKA-ს პროექტების გაცნობით ცერემონიაზე და შეფასება მისცა რა ამ ბოლო დროს თურქეთში გახშირებულ ტერაქტებს, თქვა: “ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ ზოგიერთ წრეებს სურთ ჩვენი სამშობლოს მზარდი წინსვლის შეჩერება და დაჩოქება, მაგრამ, ამას ვერ მიაღწევენ“. მისივე თქმით თურქეთის ძალოვანი სტრუქტურების წინააღმდეგ მებრძოლი ქურთული ტერ ორგანიზაციების, PKK-ს, PYD-ს და YPG-ს წევრებს აღჭურვილობაში სწორედ რომ თურქეთის არა კეთილმოსურნე დასავლური ქვეყნების იარაღები გააჩნიათ, ხოლო ამის პარალელურად ამავე ტერ ორგანიზაციებს ოფისები და წარმომადგენლობები გააჩნიათ ხსენებულ დასავლეთის ქვეყნებში, რაც მათი ორმაგი სტანდარტების დასტურია და ერთის მხრივ თუ აქეთ ანკარას მეგობრობას ეფიცებიან და მოკავშირეს უწოდებენ, მეორეს მხრივ ტერორისტებს უდგანან გვერდში.

“ასე რომ ტყუილია მათი მტკიცება, თითქოსდა ისინი ტერორიზმს ებრძვიან, პირიქით, ჩვენ ხელთ გვაქვს მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ დასავლეთი ფინანსურადაც კი ეხმარება ქურთ ტერორისტებს. გარდა ამისა ჩვენ რამდენჯერმე მივაწოდეთ დასავლეთელებს მათ ქვეყნებში თავშეფარებული ტერორისტების სია, მაგრამ, არასოდეს თუნდაც 1 ტერორისტი არ დაუჭერიათ და არ გადმოუციათ თურქეთისათვის. ის კი ავიწყდებათ, რომ დღეს ისინი თუ თურქეთს ესხმიან თავს, ხვალ მათ დაესხმიან“, განაცხადა ერდოღანმა.

იგი შეეხო რა TİKA -ს მიერ უცხოეთში განხორციელებულ პროექტებს, თქვა, რომ დღემდე 6,5 მილიარდი დოლარის პროექტები აქვს განხორციელებული და აქედან 2,5 მილიარდი ჰუმანიტარული დახმარების სახით არის გაცემული, რომელშიც არ არის შესული სირიელი ლტოლვილებისადმი გაწეული დახმარება.

“2013 წელს ჰუმანიტარული დახმარების მხრივ მსოფლიოში აშშ-ს და ინგლისის შემდეგ მესამე ადგილზე ვიყავით, 2014 წელს კი მეორე ადგილზე გადავინაცვლეთ, მაგრამ, თუ ამ დახმარებებს ეროვნული შემოსავალის მიხედვით ვიანგარიშებთ, მაშინ, მსოფლიოში პირველ ადგილზე ვართ“, ხაზგასმით განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები