ერდოღანმა მკაცრი შეფასება მისცა ანკარის ტერაქტს

“დროა ზოგიერთმა წრეებმა არჩევანი გააკეთონ“

450869
ერდოღანმა მკაცრი შეფასება მისცა ანკარის ტერაქტს

ერდოღანმა შეფასება მისცა რა გუშინ წინ ანკარის ცენტრში განხორციელებულ ტერაქტს, თქვა, რომ ეს იყო თურქეთის საზოგადოებრიობის წინააღმდეგ მიმართული თავდასხმა, რამაც მთელი ქვეყანა ფეხზე დააყენა და ამიტომ ტერორი უახლოეს ხანებში დამარცხებისთვისაა განწირული.

მანვე ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ მოქმედ ზოგიერთ წრეებს მოუწოდათ, არჩევანი გააკეთონ, ან თურქი ხალხის გვერდით დადგნენ, ანდა ტერორისტების. ერდოღანმა დღის წესრიგში დააყენა ასევე თურქეთის სისხლის სამართლის კანონში ცვლილებების შეტანა და ტერორიზმის ახლებური განმარტება, რათა მათი და მათი მხარდამჭერების დასჯა კიდევ უფრო გამკაცრდეს.

“ჩვენ არ დავუშვებთ იმას, რომ ტერორიზმი მოიხსნას დღის წესრიგიდან, ამიტომ ერთის მხრივ მათ სრულ განადგურებამდის გავაგრძელებთ ოპერაციებს, ხოლო მეორეს მხრივ გავაგრძელებთ წინსვლას დემოკრატიის და სამართლის გზით“, განაცხადა ერდოღანმა



მსგავსი ინფორმაციები