დავუთოღლუ ერისადმი სატელევიზიო მიმართვით გამოვიდა

“თურქეთის საზღვრების უსაფრთხოებას დავიცავთ“

442291
დავუთოღლუ ერისადმი სატელევიზიო მიმართვით გამოვიდა

პრემიერი დავუთოღლუ წუხელ ერისადმი სატელევიზიო მიმართვით გამოვიდა და თქვა, რომ ქვეყნის შიგნით და მის ფარგლებს გარეთ თურქეთის წინააღმდეგ რაღაც შეთქმულებები მზადდება, მაგრამ, ისინი არ დაუშვებენ მოვლენების არა სასურველი სცენარით განვითარებას.

სირიაში მიმდინარე მოვლენებზე საუბრისას მან ხაზი გაუსვა, რომ ესადის რეჟიმს რუსეთის და ქურთული ტერ ორგანიზაციების მხარდაჭერით თურქეთის საზღვრების გასწვრივ ტერორისტული სტრუქტურების შექმნა სურს. “ამას არ დაუშვებს ანკარა, რადგან, იგი საფრთხეს შეუქმნის თურქეთის უშიშროებას. ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ საზღვრების და მოსახლეობის უსაფრთხოების განმტკიცებისათვის და ამ მხრივ შესაბამის ნაბიჯებსაც გადავდგამთ რა, ამ დროს არც არავისგან ავიღებთ რაიმე ნებართვას“, აღნიშნა დავუთოღლუმ.

მანვე ახალი კონსტიტუციის მომზადების მიზნით გადასადგმელ ნაბიჯებზეც გაამახვილა ყურადღება და ამ საკითხში პოლიტიკურ პარტიებს უფრო მეტი პასუხისმგებლობისკენ მოუწოდათ



მსგავსი ინფორმაციები