თურქეთის ავიაციამ ჩრდილოეთ ერაყი დაბომბა

ლიკვიდირებულია ათეულობით პკკ-ას ტერორისტი

436292
თურქეთის ავიაციამ ჩრდილოეთ ერაყი დაბომბა

თურქეთის გენშტაბის ინტერნეტ გვერდის მიხედვით წუხელ თურქულმა სამხედრო ავიაციამ ჩრდილოეთ ერაყის ავაშინ-ბასიანის, ჰაქურქის და გარას მთიან რეგიონებში არსებული ქურთული ტერ ორგანიზაცია PKK-ს ობიექტები დაბომბა და მიწასთან გაასწორა რა მათი კუთვნილი სამხედრო არსენალები, დეპოები და სხვა ობიექტები, ამასთან ლიკვიდირებულ იქნა ათობით ბოევიკი.

ამავე ცნობით თურქულმა არტილერიამ კი საზენიტო ცეცხლი დაუშინა სირიის ჩრდილოეთში მოქმედ ასევე ქურთული ტერ ორგანიზაცია YPG-ს სამიზნეებს და შეაფერხეს მათი წინსვლა აზეზეს დასახლებისკენ, სადაც კომპაქტურად ცხოვრობენ თურქმანები


საკვანძო სიტყვები: #გენშტაბი , #ინტერნეტი , #პკკ , #დაბომბვა , #YPG

მსგავსი ინფორმაციები