ჯიზრეში პირველი მონაცმებით, 60-მდე ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

ჯიზრეში პირველი მონაცმებით, 60-მდე ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

428853
ჯიზრეში პირველი მონაცმებით, 60-მდე ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული

შირნაქის დაბა ჯიზრეში გუშინ უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებსა და ტერორისტებს შორის მომხდარი შეტაკების შედეგად პირველი მონაცმებით 60-მდე ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

უსაფრთხოების სამსახურის ცნობით, მათ ჯიზრეში იმ რეგიონში, სადაც ტერორისტები იმყოფებოდნენ, ოპერაცია ჩაატარეს.

ოპერაციის დროს დაწყებული შეტაკება მთელი დღე გაგრძელდა.

უსაფრთხოების ძალების მიერ შეტაკების შემდეგ დაწყებული ჩხრეკა-დათვალიერება კი ისევ გრძელდება.

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შირნაქში ტერორისტებმა სათვალთვალო კამერა ხელნაკეთი ასაფეთქებლით ააფეთქეს, რის შედეგადაც დაზიანდა კამერა და ახლოს მდებარე ოფისები და სატრანსპორტო საშუალებები.

შანლიურფას ქალაქ ვირანშეჰრიში კი ერთი პიროვნება დააკავეს, რომელიც ტერორგანიზაციას ე. წ. მოლოტოვის კოქტეილებს აწვდიდა.



მსგავსი ინფორმაციები