გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, ოფიციალური ვიზიტით ანკარაში იმყოფება

გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, ოფიციალური ვიზიტით ანკარაში იმყოფება

428944
გერმანიის კანცლერი, ანგელა მერკელი, ოფიციალური ვიზიტით ანკარაში იმყოფება

გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ოფიციალური ვიზიტით ანკარაში იმყოფება. იგი პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანსა და პრემიერმინისტრ აჰმედ დავუთოღლუს შეხვდება.

მას ჩანკაიას რეზიდენციაში ოფიციალური ცერემონიით დახვდება პრემიერი და შეხვედრაზე თურქეთის ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს და მიგრანტთა კრიზისს განიხილავენ. შეხვედრაზე ასევე ისაუბრებენ ორმხრივ ურთიერთობებზეც.

მერკელის ანკარაში ვიზიტი ინგლისის დედაქალაქ ლონდონში გამართულ სირიის დონორთა კონფერენციაზე გადაწყდა.

მერკელი ბოლო 4 თვის მანძილზე მესამედ ჩამოვიდა თურქეთში.

ანკარაში ვიზიტით ჩამოსვლამდე ინტერნეტით გავრცელებულ ვიდეოში ანგელა მერკელმა შეკითხვებს გასცა პასუხი და განაცხადა, რომ ევროპის ქვეყნებმა თურქეთში მყოფ დევნილთა ერთი ნაწილი უნდა მიიღოს. „უნდა მოვემზადოთ. თუ არალეგალური მიგრაციის შეჩერება გვინდა, უნდა მივიღოთ დევნილთა ის ნაწილი, რომელიც გვეკუთვნის. ევროპა ამ საქმის მიღმა ვერ დარჩება“- განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მერკელის განცხადებით, თურქეთთან ხელმოწერილი ერთობლივი სამოქმედო გეგმა შენგენის ზონის დასაცავად სასიცოცხლო მნიშვნელობისაა.



მსგავსი ინფორმაციები