დავუთოღლუ: "წინააღმდეგი ვართ ჟენევაში სირიის მოლაპარაკებებში ტერორგანიზაცია PYD-მ მონაწილეობა მიიღოს

დავუთოღლუ: "წინააღმდეგი ვართ ჟენევაში სირიის მოლაპარაკებებში ტერორგანიზაცია PYD-მ მონაწილეობა მიიღოს"

424788
დავუთოღლუ: "წინააღმდეგი ვართ ჟენევაში სირიის მოლაპარაკებებში ტერორგანიზაცია PYD-მ მონაწილეობა მიიღოს

პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ განაცხადა, რომ წინააღმდეგნი არიან ჟენევაში სირიის მოლაპარაკებებში ტერორგანიზაცია PYD-მ მონაწილეობა მიიღოს.

დავუთოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მოლაპარაკების მაგიდას სურთ სირიელი ქურთები მიუსხდნენ და PYD თურქეთის, აშშ-ს და ევროპის მიერ ტერორგანიზაციად აღიარებული PKK-ს განშტოებაა.
დავუთოღლუმ CNN International-ის ჟურნალისტის, კრისტიან ამანპურის, შეკითხვებს უპასუხა.

ამანპურის შეკითხვაზე, ტერორგანიზაციებიდან რომელი უფრო საშიშია, პრემიერმა დავუთოღლუმ განაცხადა, რომ PKK-ც და DEAŞ-იც თურქეთისათვის სახიფათოა. მისივე თქმით, ორივე ტერორგანიზაცია იდეოლოგიურად დემოკრატიის წინააღმდეგია.

დავუთოღლუმ სირიაში რუსეთის საჰაერო ოპერაციები შეაფასა და დასძინა: „რუსეთი სირიაში უარყოფით ქმედებებს ამჟღავნებს. სინამდვილეში სირიას იპყრობს. ალეპოში, იდლიბსა და ლაზკიეში რუსეთის მიერ ჩატარებული საჰაერო ოპერაციების 90% სამოქალაქოების წინააღმდეგაა მიმართული. საავადმყოფოებსა და სკოლებზე თავდასხმებს აწყობენ. რუსეთის დაბომბვებს გამოქცეული დაშავებულები თავს თურქეთს აფარებენ“.

დავუთოღლუმ მოითოხვა რუსეთმა პატივი სცეს მშვიდობიან მოსახლეობას და მათ თურქეთის საზღვრისკენ არ უბიძგოს.

თურქეთის პრემიერმა ასევე ისაუბრა იმ წრეებზე, რომლებიც ტერორგანიზაცია PKK-ს მიერ მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობის მიმართ დუმილს ინარჩუნებს და ტერორისტების წინააღმდეგ წარმოებულ ოპერაციებს არაპირდაპირ ეწინააღმდეგება და დაამატა, რომ ზოგიერთი წრის წარმომადგენლის მიერ გაკეთებული განცხადებები არა აზრის გამოხატვის თავისუფლება და რამედ ტერორიზმის წახალისებაა.



მსგავსი ინფორმაციები