ერდოღანი ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა

ერდოღანი აშხაბადში თურქმენეთის ნეიტრალიტეტის გამოცხადების მეოცე წლისთავისადმი მიძღვნილ კონფერენციას დაესწრო

407710
ერდოღანი ვიზიტით თურქმენეთში იმყოფებოდა

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანითურქმენეთის დედაქალაქ აშხაბადში თურქმენეთის ნეიტრალიტეტის გამოცხადების მეოცე წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში ჩატარებულ ნეიტრალიტეტის კონფერენციას დაესწრო.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსულმა ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა უსაფრთხოების პრობლემების გაზრდასა და ტერორიზმის საფრთხეზე და განაცხადა: „ჩვენი სურვილია, რომ სამოქალაქოების მსხვერპლისა და მასობრივი მიგრაციის მიზეზებით ადამიანური განზომილებით წინა პლანზე წამოწეული ეს კონფლიქტები საერთაშორისო სამართლისა და თანამშრომლობის ფარგლებში რაც შეიძლება მალე მოგვარდეს“.

პრეზიდენტმა კონფერენციაში მონაწილე ზოგიერთ ლიდერთან პირისპირი შეხვედრაც გამართა და ამ ლიდერებს შორის იყვნენ საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი და პაკისტანის პრემიერი ნავაზ შერიფი.

თურქეთის პრეზიდენტი ასევე შეხვდა ბელორუსიის, ყირგიზეთის, უზბეკეთის, ტაჯიკეთის, ხორვატიის და მოლდოვას პრეზიდენტებს.

ოფიციალური შეხვედრების დასრულების შემდეგ ერდოღანი სამშობლოში დაბრუნდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები