ნუმან ქურთულმუშმა თურქეთის საგარეო პოლიტიკა შეაფასა

ნუმან ქურთულმუშმა თურქეთის საგარეო პოლიტიკა შეაფასა

406146
ნუმან ქურთულმუშმა თურქეთის საგარეო პოლიტიკა შეაფასა

თურქეთის ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა TRT-სთან მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის საგარეო პოლიტიკა შეაფასა. მან პირველ რიგში თურქეთ-რუსეთ შორის არსებულ დაძაბულობაზე ისაუბრა: ”რუსეთი ხანდახან სიტუაციის დაძაბვის მიზნით მყისიერ ნაბიჯებს დგამს, მაგრამ თურქეთი ნებისმიერი სახის ქმედებისთვის მზად არის” - განაცხადა მან. ვიცეპრემიერმა თურქეთის ენერგეტიკის სფეროში გადასადგმელი ნაბიჯები ასე ახსნა, ”თურქეთი რუსეთთან სიტუაციის დაძაბვამდესაც ინტეგრირებული ენერგეტიკის სტრატეგიით მუშაობდა, ამიტომ აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის ნავთობის თურქეთის გავლით ტრანზიტირებაზეც შესაბამისი ნაბიჯები გადაიდგა, მაგრამ საკითხს მეორე მხრიდანაც უნდა შევხედოთ ანუ რუსეთის ეკონომიკას დიდი პრობლემები აქვს, ამიტომ თურქეთთან ურთიერთობის ჩიხში შეყვანამდე დაძაბვა მათაც დიდ ზიანს მიაყენებს და მე ვფიქრობ, რომ საქმე ამ დონემდე არ მივა,” ხაზგასმით აღნიშნა ქურთულმუშმა. მან ასევე თურქი სამხედროების მოსულში ყოფნის საკითხზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი სამხედროები იქ საწვრთნელი მისიის შესრულების მიზნით არიან შესული და სხვა არანაირი მიზანი არ აქვთ მათ. ადგილობრივების გაწვრთნის მიზეზი კი ტერორგანიზაცია დაიშის წინააღმდეგ ეფექტური ნაბიჯების გადადგმის მიზნით ხდება, მაგრამ ეს საკითხი მედიაში გაზვიადებული სახით იქნა გავრცელებული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები