საგარეო საქმეთა სამინისტრო ბაშიკას შესახებ

თურქეთი მეტად სათუთად უდგება ერაყის ტერიტორული მთლიანობის და ჰეგემონობის საკითხს

360643
საგარეო საქმეთა სამინისტრო ბაშიკას შესახებ

საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ერაყის მუსულის ბაშიკას რეგიონში წარმართული საგანმანათლებლო ინიციატივის საკითხი უნდა განიხილოს ორი სახელმწიფოს თავდაცვის მინისტრებს შორის.
მიღწეული კონსესუსის საფუძველზე უნდა მოხდეს სათანადო ცვლილება რეგიონში თურქი სამხედროების რაოდენობის გაზრდაში ანდა შემცირებაში.
განცხადებაში აღინიშნა, რომ რეგიონში მყოფი სამხედროებით თურქეთი მიზნად ისახავს, ერაყელი მოხალისეებისთვის ტერ-ორგანიზაცია DAEŞ-თან ბრძოლის ფარგლებში წვრთნების და განათლების მიცემას. ისიც გამოიკვეთა, რომ ამ ძალებისთვის არ არის ცნობილი სპეციალური ვალდებულება და პასუხისმგებლობა.
აღინიშნა, რომ თურქეთის, ბაშიკაში გაშენებულ საგანმანათლებლო ორგანიზაციებში 2015 წლის მარტიდან წარმართული საგანმანათლებლო წვრთნების და ბანაკების უსაფრთხოების მიზნით გატარებული ღონისძიებების შესახებ უკანასკნელ პერიოდში მეტად უადგილო, გაზვიადებული ინფორმაციები და მიმოხილვები ვრცელდება. მაგრამ თურქეთი მეტად ფაქიზად უდგება ერაყის ტერიტორული მთლიანობის და ჰეგემონობის საკითხს და ამას ელის ყველა ქვეყნებისგანაც. არავითარ შემთხვევაში არ გაიზიარებს მისადმი მიმართულ ძირის გამომთხრელ, ჩირქის მომცხობ მოსაზრებას. ერაყის ინსტანციებსა და საზოგადოებაში გაზვიადებული ინფორმაციების გამო, თურქეთმა ორი დღის წინ შეწყვიტა ბაშიკაში სამხედრო ძალის გაგზავნა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები