გუშინ მინისტრთა საბჭო გაიმართა

გუშინ მინისტრთა საბჭო გაიმართა

360141
გუშინ მინისტრთა საბჭო გაიმართა

მინისტრთა საბჭოს დასრულების შემდეგ ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა პრესკონფერენცია გამართა. მან პრესკონფერენციაზე თურქეთ-რუსეთ შორის არსებულ კრიზისზე გაამახვილა ყურადღება და ბოსფორის სრუტეში რუსული სამხედრო გემების გავლისას რუსი სამხედროების მიერ მხარზე საზენიტო დანადგარის ჩვენება ბავშვურ შოუდ შეაფასა. ქურთულმუშმა ასევე განაცხადა, რომ რუსეთის მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწესებული ეკონომიკური სანქციების საპასუხოდ ისინიც აპირებენ შესაბამისი ზომების მიღებას. ”რუსი სამხედროების მიერ ბოსფორის სრუტეზე გავლის დროს დადგმული შოუს შემდეგ საერთაშორისო სამართლის ფარგლებში რუსეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში იქნა დაბარებული და მას შესაბამისი გაფთხილება მიეცა. ვიმედოვნებ, რომ მსგავსი მოვლენა ხელმეორედ აღარ განხორციელდება”- განაცხადა ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა. მან ასევე თურქი ჯარისკაცების ერაყში შესვლის შესახებაც ისაუბრა და დასძინა, რომ თურქეთის ჯარის ნაწილები ერაყში 2014 წლიდან მოყოლებული არიან განთავსებული და ეს მხოლოდ როტაციული პროცედურა გახლავთ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები