საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის შესახებ განცხადება გაავრცელა

საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის შესახებ განცხადება გაავრცელა

402028
საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანის შესახებ განცხადება გაავრცელა

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ირანში ბოლო დროს თურქეთის მიმართ გავრცელებული ინფორმაციები მკაცრად დაგმო. განცხადება სამინისტროს პრესმდივანმა ტანჟუ ბილგიჩმა გააკეთა და აღნიშნა, რომ ბოლო დროს თურქეთის და პრეზიდენტ ერდოღანის მიმართ ირანის საინფორმაციო სააგენტოების და სახელმწიფო მოხელეების მიერ გაკეთებულ განცხადებების მიმართ შეშფოთებულები არიან. ბილიჩმა ასევე პრეზიდენტ ერდოღანსა და ჰასან რუჰანს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით შესაბამისი წყაროებიი როგორც თურქეთის ასევე ირანის მხარესაც მოიპოვება. ერდოღან-რუჰანის შორის გამართული საუბარი ირანში თურქეთის მიმართ ცილისმწამებლური განცხადებების გავრცელებას შეეხებოდა, რომელიც ორი ქვეყნის ლიდერს შორის გამართული სატელეფონო საუბრის შემდეგ შეწყდა. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესმდივანმა ასევე კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ თურქეთს რეგიონში სტაბილურობა სურს და საერთაშორისო თანამეგობრებთან ერთად შესაბამის პოლიტიკას ატარებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები