შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებ
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა
პრეზიდენტ ერდოღანის სახელით შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებით პრეზიდენტის სასახლეში მიღება გაიმართა.
მიღებაზე სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა განაცხადა, რომ პოლიტიკა, რომელის ცენტრშიც ადამიანი არ არის მოქცეული, სიმშვიდეს ვერ მოიტანს. მისივე თქმით, საზოგადოებრივი რღვევა ხდება ქვეყანაში თუ იგი ადამიანზე არ არის ორიენტირებული და ამის მაგალითად სირიაში ასადის რეჟიმი მოიყვანა.
„რა კავშირი უნდა ჰქონდეს ადამიანობასთან რეჟიმს, რომელმაც 12 მილიონი მოქალაქე აიძულა საცხოვრებელი მიეტოვებინა და 380 ათასი თავისი მოქალაქე კი მოკლა. გგონიათ რომ ადამიანს რაიმე მნიშვნელობა აქვს მათთვის, ვინც დეაშთან ბრძოლის საფარქვეშ ბავშვებს, ქალებს, მშვიდობიან მოსახლეობას, პურის რიგში მყოფ უდანაშაულო ადამიანებს კლავს. იქ, სადაც ადამიანი არ არის, სახელმწიფოს არანაირი მნიშვნელობა არ აქვს“- განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, 40 ათასზე მეტი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი სახელმწიფო სამსახურშია დასაქმებული და მათი სოციალურ ცხოვრებაში ჩართვისათვის საჯარო სამსახურებმა ინიციატივა უნდა აიღონ.
ერდოღანმა შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა მსოფლიო დღესთან დაკავშირებული მილოცვა და ფოტოები სოციალური ქსელების მეშვეობითაც გაავრცელა.
მსგავსი ინფორმაციები
პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა
პრეზიდენტმა ერდოღანმა ისრაელი კიდევ ერთხელ მკაცრად გააკრიტიკა
ჰაქან ფიდანი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პალესტინის საკითხზე გამართულ შეხვედრებს დაესწრო
ჰაქან ფიდანი ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში პალესტინის საკითხზე გამართულ შეხვედრებს დაესწრო