ერდოღანმა და დავუთოღლუმ რუსეთის ბრალდებებს უპასუხეს

ერდოღანმა და დავუთოღლუმ რუსეთის ბრალდებებს უპასუხეს

399349
ერდოღანმა და დავუთოღლუმ რუსეთის ბრალდებებს უპასუხეს

რუსეთის ბრალდებას იმის თაობაზე, რომ თურქეთი თითქოს და ნავთობს ტერორგანიზაცია დაიშისგან ყიდულობს, პრეზიდენტმა ერდოღანმა და პრემიერმა დავუთოღლუმ უპასუხეს. ერდოღანმა განაცხადა, რომ პუტინი ვალდებულია მათ მიმართ წამოყენებული ბრალდებები დაამტკიცოს. ერდოღანმა პუტინის ბრალდებას დღეს თურქეთის მუშათა პროფკავშირების 22-ე კონფედერაციაზე უპასუხა. ერდოღანმა სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ მსგავსი განცხადება ადრე ირანის ერთ-ერთმა ტელევიზიამაც გააკეთა, რის შემდეგაც ირანის პრეზიდენტს ესაუბრა და ეს ინფორმაციები მთლიანად წაშალეს რადგან იგი მხოლოდ და მხოლოდ ცილისწამება იყო. მან ასევე ისიც განაცხადა, რომ დაიშისგან არალეგალურად ნავთობით ვაჭრობას სირიელი ჯორჯ ჰაშრავი აწარმოებს, რომელიც რუსეთის პასპორტით სარგებლობს რა, ამის შესახებ ინფორმაცია აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტმაც გაავრცელა.
რუსეთის ბრალდებებს ასევე თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმაც აზერბაიჯანში გამგზავრებამდე უპასუხა და განაცხადა, რომ ეს მათი საბჭოთა კავშირიდან მოყოლებული ტრადიციული ერთგვარი პროპაგანდაა. ”დღეისათვის ისეთ სამყაროში ვცხოვრობთ, რომ თუ ვინ რას აკეთებს, ყველაფერი ყველასათვის ცნობილია, ამიტომ ასეთ ბრალდებებს არავინ დაუჯერებს”- აღნიშნა დავუთოღლუმ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები