საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მყოფი ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტ ბა

გაერის 21-ე კლიმატური სამიტზე დასასწრებად საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მყოფი ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა

397090
საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მყოფი ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტ ბა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთთან წარმოქმნილი კრიზისის დიპლომატიური გზებით მოგვარების მომხრეა.

გაერის 21-ე კლიმატური სამიტზე დასასწრებად საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მყოფი ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტ ბარაკ ობამას შეხვდა.

ერთ საათიანი შეხვედრის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ობამასთან შეხვედრის მთავარ განსახილველ თემას ტერორგანიზაცია დეაშის წინააღმდეგ რეგიონში ერთობლივი ბრძოლა წარმოადგენდა.

მისივე თქმით, შეხვედრაზე თურქეთის საზღვრის დამრღვევი რუსული თვითმფრინავის თურქული F-16-ების მიერ ჩამოგდების გამო წარმოქმნილ კრიზისზეც ისაუბრეს და დაამატა: „რეგიონში არსებული დაძაბულობის გამო ჩვენც ვღელავთ. ეს ორივე მხარეს ზიანს მიაყენებს, ჩვენი მიზანია ამ ვითარებიდან არა ზიანით გამოსვლა, არამედ პირიქით, ეს მშვიდობად გადავაქციოთ და წვლილი შევიტანოთ რეგიონში მშვიდობის დამყარებაში“.

თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, შეხვედრაზე ბაირბუჯაქის თურქმენების მდგომარეობაც განიხილეს და აღნიშნა: „ის რეგიონის, სადაც ბაირბუჯაქის თურქმენები არიან, არ არის დაიშის რეგიონი, პირიქით ჩვენი თანამოძმეების, ნათესავების რეგიონია. ამ რეგიონის მუდმივად დაბომბვა და ბოლო სამ თვეში 500-ზე მეტი ადამიანის სამოქალაქოების მკვლელობა მსოფლიო მშვიდობისათვის სამწუხარო მოვლენაა“.

ობამამ კი რუსული თვითმფრინავის ჩამოგდებასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ მხარს უჭერს თურქეთის თავდაცვის უფლებას და დაამატა: „თურქეთი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ნატოს მოკავშირეა. ვისაუბრეთ იმაზე, თუ როგორ შეიძლება იმუშაოს ერთად რუსეთმა და თურქეთმა რუსული თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ. ვისაუბრეთ დაძაბულობის შესამცირებლად დიპლომატიურ გზებზე. დეაშის დამარცხება ჩვენი ყველაზე დიდი სურვილია“.

პრეზიდენტი ერდოღანი სამიტის პირველ დღეს კი საფრანგეთის პრეზიდენტს ფრანსუა ოლანდს შეხვდა. ერდოღანის განცხადებით, აღნიშნულ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები განიხილეს.

თურქეთის პრეზიდენტი მოგვიანებით უკრაინის პრეზიდენტს პეტრო პოროშენკოს და გერმანიის კანცლერს ანგელა მერკელს შეხვდა და რეგიონალური საკითხები და ტერორიზმთან ბრძოლის თემები განიხილეს.

შეხვედრებს პრეზიდენტ ერდოღანთან ერთად საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუდ ჩავუშოღლუც ესწრებოდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები