ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის შესახებ გერმანიამ ანგარიში გამო

ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის შესახებ გერმანიამ ანგარიში გამოაქვეყნა

394021
ჩამოგდებული რუსული თვითმფრინავის შესახებ გერმანიამ ანგარიში გამო

რუსული თვითმფრინავის მიერ თურქეთის საზღვრის დარღვევაზე მოსკოვის მთავრობის მხრიდან უარის თქმის მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნები მაინც ამტკიცებენ ამ ფაქტს. გერმანიის შეიარაღებული ძალების საიდუმლო ანგარიშში ჩამოგდებული SU-24-ს ტიპის რუსული თვითფრინავის 17 წამის განმავლობაში თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევა აღინიშნა. გაზეთ Bild-ის ინფორმაციით, მოვლენის დღეს რუსულმა თვითფრინავებმა 17 წამის განმავლობაში 2-4 კილომეტრით დაარღვიეს თურქეთის საჰაერო სივრცე. იმავე გაზეთის ინფორმაციით, თურქული F-16-ის ტიპის თვითფრინავების პილოტებმა რამოდენიმეჯერ გაფრთხილება მისცეს რუს პილოტებს, რომელსაც ამერიკული წყაროებიც ადასტურებენ. აღნიშნულ ანგარიშში ასევე ყურადღება იმაზეცაა გამახვილებული, რომ რუსული თვითფრინავები სირიაში ასადის მოწინააღმდეგეებს ებრძვიან, მაგრამ ეს მოწინააღმდეგეები ტერორგანიზაცია DAEŞ-ი არ არის.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები