ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ჯ

ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრაზე

419698
ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ჯ

პრეზიდენტი რ თ. ერდოღანი სიტყვით გამოვიდა ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციის ჯანდაცვის მინისტრების შეხვედრაზე და განაცხადა, რომ ისლამის სახელის გამოყენებით მუსლიმებისთვის ყველაზე დიდი ზიანის მიმყენებელი DEAŞ-ის, ალ ქაიდას, ბოკო არამისა მსგავსი ტერორგანიზაციების წინააღმდეგ ერთად უნდა იბრძოლონ და ნათელი და პრინციპული პოზიცია გამოხატონ.

მისვე თქმით, მსოფლიოში თანდათან გაღრმავებული ტერორიზმისა და მიგრანტთა პრობლემების ცენტრში მუსლიმი საზოგადოებები, ისლამური სამყაროა და სხვა ქვეყნებში ტერორიზმისა და მიგრანტთა კრიზისის გამო გახშირებული უარყოფითი რეაქციის მთლიანად ისლამური სამყაროსა და მუსლიმების წინააღმდეგ მიმართვის მცდელობას აქვს ადგილი.

ერდოღანმა ტერორიზმი „ჭაობს“ მიამსგავსა და დაამატა, რომ ტერორიზმის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი მიზეზი სიღარიბე გახლავთ.

თურქეთის პრეზიდენტმა სირიელი ლტოლვილების მდგომარეობასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ დევნილებისათვის გაწეული 4 ნახევარი მილიარდი დოლარის დახმარებით თურქეთი მსოფლიოში მესამეა და სურთ, რომ ამ საკითხში ისლამური ქვეყნებიც მათ გვერდით იდგნენ.

რ. თ. ერდოღანის განცხადებით, მსოფლიოში პირველად მსოფლიო ჰუმანიტარული სამიტი მომდევნო წელს თურქეთში გაიმართება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები