G 20-ს სამიტი დაიწყო

დღეს ერდოღანი მნიშვნელოვან შეხვედრებს გამართავს

366086
G 20-ს სამიტი დაიწყო

თურქეთის ქალაქ ანტალიაში G 20-ს სამიტი დაიწყო. მსოფლიო წამყვანი ეკონომიკის ლიდერები ანტალიაში ერთად იკრიბებიან. სამიტზე სხვადასხვა ეკონომიკის საკითხებთან ერთად პარიზში მომხდარი ტერორისტული აქტიც უნდა განიხილონა. სამიტი თურქეთის პრეზიდენტის რეჯეფ თაიფ ერდოღანის სიტყვით გამოსვლით გაიხსნება. დღევანდელ პროგრამაზე სხვადასხვა საკითხები იქნება განხილული. ასევე დღეს თურქეთის პრეზიდენტი ერდოღანი და აშშ-ს პრეზიდენტი ბარაკ ობამა შეხვედრას გამართავენ. ერდოღანი ობამასთან შეხვედრის შემდეგ ასევე გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთანაც გამართავს შეხვედრებს. პრემიერმინისტრი აჰმედ დავუთოღლუ კი მერკელთან, საუდის არაბეთის მეფე სალმან ბინ აბდულაზიზთან და ევროკავშირის პრეზიდენტ დონალდ ტუსკთან შეხვედრებს გამართავს. პარიზში მომხდარი ტერაქტის გამო საფრანგეთის პრეზიდეტი ფრანსუა ოლანდი G 20-ს სამიტს არ დაესწრება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები