ევფრატის დასავლეთით ვერავინ გადავა

ეს სიტყვები ერდოღანს ეკუთვნის

365260
ევფრატის დასავლეთით ვერავინ გადავა

თურქეთის პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ ანტალიაში G-20-ს სამიტთან დაკავშირებით სამზადისის ადგილზე შესასწავლად ჩავიდა. მან ანტალიის საერთაშორისო პრეს-ცენტრში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა. ერდოღანმა PKK-ს დაქვემდებარებაში მყოფ PYD-ს შესახებ დასმულ კითხვას ასე უპასუხა: ”ევფრატის დასავლეთით ვერავინ გადავა, ამ საკითხთან დაკავშირებით ძალიან სერიოზულები ვართ. ადრე ვინც სცადა გადალახვა შესაბამისი პასუხიც მიიღო და მინდა როგორც თურქმა ხალხმა ასევე საერთაშორისო საზოგადოებამ იცოდეს, რომ საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი პასუხი გაეცემა ყველას”. პრეზიდენტმა ასევე რუსეთის მხრიდან სირიაში განხორციელებული საჰაერო ოპერაციების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ტერორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ ჩატარებული ოპერაციების ფარგლებში ადგილობრივი თურქმენების დაბომბვის შესახებ ყველას შესაბამის გაფთხილებას აძლევენ. მან ასევე გაწვრთნა-აღჭურვის პროცესზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ”პროცესი გრძელდება, ტერორიზმის აღმოსაფხვრელად საერთაშორისო თანამეგობრობა ჩვენს მიერ შეთავაზებულ ბუფერული ზონის საკითხზე თანხმდება და შეიძლება ითქვას, რომ სახმელეთო ოპერაციების შესახებაც მნიშვნელოვანი ნაბიჯები იდგმება”.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები