ერდოღანმა წერილობითი განცხადება გააკეთა

ერდოღანმა 1 ნოემბრის არჩევნების არაოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ წერილობითი განცხადება გააკეთა

407753
ერდოღანმა წერილობითი განცხადება გააკეთა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა 1 ნოემბრის არჩევნების არაოფიციალური შედეგების გამოქვეყნების შემდეგ წერილობითი განცხადება გააკეთა.

ერდოღანი აღნიშნავს: „არჩევნების შედეგებმა აჩვენა, რომ ჩვენი ერის არჩევანი, 7 ივნისს რისკის ქვეშ დამდგარი სტაბილურობისა და უსაფრთხო გარემოს დაცვაა... ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, უეჭველია, რომ სეპარატისტული ტერორგანიზაციისა და მისი მმართველობის ქვეშ მყოფი სტრუქტურების მიმართაა გაკეთებული. 7 ივნისის არჩევნების შემდეგ თურქეთში იარაღის, ბომბების, ძალადობის, სისხლის, ცრემლისა და ტერორის შავი სახის ჩრდილის დამყარების მსურველ ამ სტრუქტურას რეგიონის ხალხის თაოსნობით ჩვენმა ერმა ძლიერი პასუხი გასცა... ერმა 1 ნოემბრის არჩევნებზე ქვეყნის ერთობის და მთლიანობის დაცვის ძლიერი ნება გამოხატა. მჯერა, რომ ამ ნებას ყველა პატივს სცემს“.

განცხადებაში პრეზიდენტმა ხელისუფლებაში ერთპარტიულად მოსულ სამართლიანობისა და განვითარების პარტიის გენერალურ მდივანსა და პრემიერმინისტრს აჰმედ დავუთოღლუს მიულოცა და ასევე მადლობა გადაუხადა მთლიანად ერს არჩევნებზე გამოხატული ნებისა და თურქეთის მომავლის, 2023 წლისათვის დასახული მიზნების დაცვისათვის.

დილით კი ერდოღანმა სტამბოლში ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხა, არჩევნებამდე უცხოურ პრესაში გავრცელებული ინფორმაციები შეაფასა და დასძინა: “ რატომ არის რომ მსოფლიო მედია ჩვენი ქვეყნით ასე ინტერესდება და არ ინტერესდებიან საკუთარი ქვეყნით. რატომ არ სცემენ პატივს ეროვნულ ნებას. ეროვნულ ნებას, რომელმაც ერდოღანი 52%-ით პრეზიდენტად აირჩია, ისევ არ სცემენ პატივს. საჭიროა მათ ვკითხოთ, ეს არის მათი დემოკრატიის გაგება? რატომ არ სცემენ პატივს 52%-ს?“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები