TRTWORLD-ი შენოლ გოქა

TRT-ს გენერალურმა დირექტორმა შენოლ გოქამ შეფასება მისცა TRTWORLD-ის უშიფრო მაუწყებლობას

404751
TRTWORLD-ი შენოლ გოქა

TRT-ს გენერალურმა დირექტორმა შენოლ გოქამ შეფასება მისცა TRTWORLD-ის უშიფრო მაუწყებლობას და აღნიშნა, რომ ყოველთვის სწორის და სამართალის გვერდით იქნებიან.
აზია-წყნარი ოკეანის სამაუწყებლო კავშირის (ABU) გენერალური საბჭოს ფარგლებში ჩატარებულ სხდომაზე შენოლ გოქამ აღნიშნა, რომ დატვირთული სამუშაო პროცესის დასრულების შემდეგ, დაიწყეს მაუწყებლობა.
18 მაისს სატელევიზიო გადაცემების წარმართვა დაიწყეს შიფრული სახით, იმიტომ, რომ საცდელი პერიოდისთვის ასე იყო საჭირო. ახლა კი, მაუწყებლობის უშიფრო წარმართვაში შეიძლება ითქვას, რომ თავისებური წვლილი შეიტანა 29 ოქტომბრის რესპუბლიკის დღესასწაულმა.

TRT-ს გენერალური დირექტორის მოადგილის იბრაჰიმ ერენის განცხადებით კი, პერსონალები არიან მეტად გამოცდილი, მსოფლიოს მრავალ ადგილას ნამუშევარი, თურქეთის ღირებულებებისადმი პატივისცემით მიდგომის უნარიანი პროფესიონალები.
არხის ფერად შერჩეული აქვთ, თურქეთის მრავალ კულტურიანი სტრუქტურის განმსაზღვრელი ფირუზის ფერი.
ისიც დაამატა, რომ მართალია მსოფლიოში მრავალი უდიდესი საზოგადოებრივი მაუწყებლობები არსებობს, მაგრამ TRTWORLD-ი, კონკურენციას გაუწევს ისეთ მაუწყებლობებს, როგორებიც არიან BBC, CNN და El-Cezire.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები