საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადება

გამოთქვამენ იმედს, რომ შეიქმნება ლიბიის ეროვნული კონსესუსის მთავრობა

401820
საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადება

თურქეთმა დაგმო ლიბიის ქალაქ ბინგაზში, სახალხო აქციაზე განხორციელებული საჰაერო თავდასხმა.
საგარეო საქმეთა სამინისტროს წერილობითი განცხადებით, გაეროს, ლიბიის ხელშემწყობ სამუშაოებში მიმდინარე პოლიტიკურ დიალოგში მიღწეული წინსვლის მიუხედავად, ბინგაზში, საჰაერო თავდასხმა განხორციელდა სამშვიდობო აქციაზე, რასაც მწვავედ გმობენ.
მოუწოდებენ ლიბიის ყველა დაინტერესებულ მხარეს, დროის დაუკარგავად მხარი დაუჭირონ ლიბიის პოლიტიკურ შეთანხმებას. გამოთქვამენ იმედს, რომ შეიქმნება ეროვნული კონსესუსის მთავრობა, რომელიც წარადგენს მთელ ლიბიელ ხალხს და იმუშავებს ლიბიელი ხალხის კეთილდღეობისთვის.
ამ ძნელბედობის დროს თურქეთი გააგრძელებს ლიბიელი ხალხის გვერდში დგომას.
შეგახსენებთ, რომ 23 ოქტომბერს, ლიბიის ქალაქ ბინგაზის მიმდებარე მიტინგის მოედნის ახლოს აფეთქებული საჰაერო ნაღმის შედეგად დაიღუპა 6, დაშავდა 35 ადამიანი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები