ერდოღანმა ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფი გერმანიის კანცლერი ა

ერდოღანმა ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სტამბოლში მიიღო

394197
ერდოღანმა ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფი გერმანიის კანცლერი ა

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა ოფიციალური ვიზიტით თურქეთში მყოფი გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი სტამბოლში მიიღო.

ერდოღანმა მერკელთან გამართული შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე აღნიშნა, რომ მერკელთან თურქეთსა და ევროკავშირს შორის ქვესათაურებზე წარმოებული სამუშაოები შეაფასეს. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, მათ ასევე ისაუბრეს მიგრანტთა საკითხზე, მათთვის გაწეულ დახმარებაზე, რის შემდეგაც მერკელმა თურქეთისათვის მხარდაჭერის აუცილებლობაზე თანხმობა განცხადა.

ერდოღანის განცხადებით, საუბარი ასევე შეეხო ტერორგანიზაციის წინააღმდეგ ერთობლივად ბრძოლის საჭიროებას.

გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა კი განაცხადა: „თურქეთმა დღემდე 2 მილიონზე მეტი მიგრანტი მიიღო და რთული მოვალეობა აიღო თავის თავზე... ვხედავთ, რომ შესაძლოა მიგრანტთა ნაკადი გაიზარდოს და თურქეთის გავლით ევროპაში შევიდეს. მიგვაჩნია, რომ თურქეთის ტვირთი ერთად უნდა გავიზიაროთ“.

მერკელის განცხადებით, ერდოღანთან მომდევნო შეხვედრა ნოემბერში ანტალიაში გასამართი დიდი ოცეულის ფარგლებში გაიმართება.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები