პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას ტელეფონ

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას ტელეფონით ესაუბრა

393054
პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას ტელეფონ

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას ტელეფონით ესაუბრა.

მათ DEAŞ (ISIS) -თან ბრძოლაში თანამშრომლობის გაძლიერებაზე, რუსეთის სირიაში სამხედრო მოქმედებებზე, ტერორგანიზაცია PKK-ს თავდასხმებსა და დიდი ოცეულის სამიტის დღის წესრიგზე ისაუბრეს.

პრეზიდნეტის პრესცენტრში გაკეთებული წერილობითი განცხადების მიხედვით, ობამამ 10 ოქტომბერს ანკარის რკინიგზის სადგურთან მომხდარი ტერაქტი დაგმო და განაცხადა, რომ თურქეთის უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ საფრთხეებთან ბრძოლაში აშშ ანკარას თანადგომას უცხადებს.

ერდოღანმა და ობამამ განაცხადეს, რომ სირიაში გარდამავალი პოლიტიკური პროცესისათვის საჭირო პირობების მომწიფების მიზნით DEAŞ-ის წინააღმდეგ სამხედრო ზეწოლისა და ზომიერი ოპოზიციის გაძლიერება საერთო მიზანია.

ლიდერები ასევე შეთანხმდნენ, რომ საჭიროა სასწრაფოდ შეჩერდეს PKK-ს თავდასხმები. მათ ასევე აღნიშნეს, რომ დადებითი იმპულსი შეიძინა კვიპროსის მოლაპარაკებებმა და მხარს უჭერენ პრობლემის მოგვარებისათვის წარმოებულ მცდელობებს.

პრეზიდენტებმა ერდოღანმა და ობამამ ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები ანტალიაში გასამართ დიდი ოცეულის სამიტის დღის წესრიგის თემებზე.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები