ანკარის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 99 კაცს მიაღწია

“2 თვითმკვლელიდან 1 იდენტიფიცირებულია“

392523
ანკარის ტერაქტის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 99 კაცს მიაღწია


პრემიერმა დავუთოღლუმ წუხელ მონაწილეობა მიიღო კერძო ტელეარხის პოლიტიკურ პროგრამაში და შეეხო რა ანკარაში შაბათს მომხდარ ტერაქტს, თქვა, რომ დაღუპულთა საერთო რაოდენობამ 99 კაცს მიაღწია და აქედან 95 დაღუპულის გვამები იდენტიფიცირებულია და გადაეცათ მათ ახლობლებს.

მისივე თქმით ორი თვითმკვლელიდან ერთის ვინაობა უკვე დადგენილია, ხოლო მეორის თითის ანაბეჭდები თურქეთში არსებულისას არ დაემთხვა და ამიტომ უცხოეთში დაადგენენ მის ვინაობას.

“თვითმკვლელები სავარაუდოდ პკკ-ას ან ისლამური სახელმწიფოს ტერორისტები არიან და მათ თურქეთში ტერაქტების განხორციელების მიზნით მიმდინარე წლის 28 მაისს შეთანხმებაც კი დადეს, თანაც მათ ამ საქმეში მხარში უდგათ ესადის რეჟიმიც“, განაცხადა დავუთოღლუმ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები