მინისტრთა საბჭოს მორიგი შეკრება გაიმართა

იგი ანკარაში განხორციელებულ ტერაქტს მიეძღვნა

391784
მინისტრთა საბჭოს მორიგი შეკრება გაიმართა


გუშინ საღამოს მინისტრთა საბჭოს მორიგი შეკრება გაიმართა, რომელიც ანკარაში განხორციელებულ ტერაქტს მიეძღვნა და მისი დასრულების შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში ვიცე-პრემიერმა და მთავრობის პრეს წარმომადგენელმა ნუმან კურთულმუშმა განაცხადა, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი ან რიგითი ტერაქტი, არამედ მის უკან დგანან დიდი ძალები, რომელთა გამომზეურებისათვის ყველაფერს გააკეთებენ.

მისივე თქმით ანკარის რკინიგზის სადგურის წინ ტერაქტი 2 თვითმკვლელის მიერ განხორციელდა და უკვე ახლოს არიან მათი ვინაობის დადგენამდე.

“ჩვენი მთავრობა ყველანაირად ცდილობს 97 დაღუპულის ოჯახების მდგომარეობის შემსუბუქებას და ყველა დაღუპულის ოჯახს კომპენსაციაც აუნაზღაურდება და ისინი უმუშევრობის შემთხვევაში სამუშაოთიც დაკმაყოფილდებიან“, ხაზგასმით განაცხადა ნუმან კურთულმუშმა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები