ანკარა-მოსკოვის ხაზზე მომხდარმა მოვლენებმა თურქეთის დედაქალაქის

ანკარა-მოსკოვის ხაზზე მომხდარმა მოვლენებმა თურქეთის დედაქალაქის გააქტიურება გამოიწვია

388421
ანკარა-მოსკოვის ხაზზე მომხდარმა მოვლენებმა თურქეთის დედაქალაქის

ანკარა-მოსკოვის ხაზზე მომხდარმა მოვლენებმა თურქეთის დედაქალაქის გააქტიურება გამოიწვია.

სირიის საზღვარზე რუსული საბრძოლო თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევით დაწყებული პროცესი გრძელდება, რომლის ფარგლებშიც ანკარაში პრემიერმინისტრ აჰმედ დავუთოღლუს თავმჯდომარეობით ჩანკაიას რეზიდენციაში უსაფრთხოების შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას ესწრებოდნენ ვიცეპრემიერები იალჩინ აქდოღანი, თუღრულ თურქეში, იუსტიციის მინისტრი ქენან იფექი, შინაგან საქმეთა მინისტრი სელამი ალთინოქი, გაერთიანებული შტაბის მეთაურის მოადგილე იაშარ გულერი, ძალთა სარდლები, დაზვერვის შეფი ჰაქან ფიდანი, უშიშროების სამსახურის გენერალური დირექტორი ჯელალეთთინ ლექესიზი და სათანადო სამსახურების წარმომადგენლები.

სამ საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ პრემიერმინისტრის სამსახურმა წერილობითი განცხადება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც შეხვედრაზე სირიაში მიმდინარე მოვლენები, თურქეთ-სირიის საზღვარზე საჰაერო სივრცის დარღვევების ჩათვლით, დეტალურად იქნა განხილული. ასევე ისაუბრეს საჰაერო სივრცის განმეორებით დარღვევის შემთხვევაში გადასადგმელ ნაბიჯებზე.

ასევე დეტალურად განიხილეს სირიისა და ერაყის ტერიტორიებიდან თურქეთის მიმართ წამოსული საფრთხეები და ქვეყნის შიგნით ტერორიზმთან ბრძოლის პროცესი.

განცხადებაში კმაყოფილებაა გამოთქმული ნატოს საბჭოზე გამართული შეხვედრებისა და მის შემდგომ თურქეთის მხარდამჭერი განცხადებების გამო.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები