დავუთოღლუმ NATO-ს შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

დავუთოღლუმ NATO-ს შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

386813
დავუთოღლუმ NATO-ს შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა

თურქეთის პრემიერმინისტრმა აჰმედ დავუთოღლუმ გუშინ სტამბოლში მიმდინარე NATO-ს სამხედრო კომიტეტის გენერალური შტაბის უფროსთა შეხვედრის დასასრულს დაესწრო სადაც ასევე სიტყვით გამოვიდა. დავუთოღლუმ დასავლელ პოლიტიკოსებს და მედიის წარმომადგენლებს მოუწოდა, რომ ტერორორგანიზაცია DEAŞ-ი და PKK ერთიმეორისგან არ განასხვავონ. მან ასევე განაცხადა, რომ თურქეთი ნებისმიერი ტერორისტული დაჯგუფების წინააღმდეგ ერთიდაიგივე პოზიციას იკავებს და იგი არც რწმენის და არც ეროვნების მიხედვით არ ანსხვავებს ტერორისტებს. პრემიერმინისტრმა ასევე ევროპის ქვეყნებს და NATO-ს მოუწოდა, რომ ყოველგვარი ტერორიზმის წინააღმდეგ ერთობლივად იმოქმედონ. NATO-ს უმაღლესი წარმომადგენლების შეხვედრაზე, სტამბოლში რომელიც ორ დღეს გაგრძელდა, უპირველესად სირიის, ტერორიზმის და რეგიონში არსებული საკითხები იქნა განხილული.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები