ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე განცხა

ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე განცხადება გააკეთა

342360
ეროვნული უსაფრთხოების საბჭომ ტერორიზმთან ბრძოლის საკითხზე განცხა

პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანის თავმჯდომარეობით ბეშთეფეზე მდებარე პრეზიდენტის კომპლექსში გამართულ ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეკრებაზე ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლის, არჩევნების უსაფრთხოების და სირიის საზღვარზე ბუფერული ზონის შექმნის საკითხები განიხილეს.

დროებითი მთავრობის შექმნის შემდეგ ჩატარებული პირველი ეროვნული უსაფრთხოების საბჭო შეკრება 5 ნახევარი საათი გაგრძელდა. შეკრებას არმიის გენერალი ჰულუსი აქარი პირველად დაესწრო გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელის რანგში.

შეკრების დასრულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნული იყო: „მშვიდობისა და კეთილდღეობის წინააღმდეგ მიმართული ტერორისტული აქტებით, ერის ძმობის გრძნობისა და ერთად ცხოვრების ნების დასუსტების მიზანს ვერ მიარწევენ“.

განცხადების მიხედვით, ერაყსა და სირიაში DEAŞ-სა და სხვა ტერორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლა ისევ მტკიცედ გაგრძელდება და ასევე გაგრძელდება ბრძოლა პარალელური სახელმწიფოს სტრუქტურის წინააღმდეგ ქვეყნის შიგნით და გარეთ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები