დღეს ეუ საბჭო შეიკრიბება

განიხილავენ ანტიტერორისტულ საკითხებს

373274
დღეს ეუ საბჭო შეიკრიბება


დღეს თურქეთის ეროვნული უშიშროების საბჭო ერდოღანის ხელმძღვანელობით პირველად შეიკრიბება პრეზიდენტის ახალ სასახლეში და განხილვის მთავარი თემა ანტიტერორისტული ბრძოლა იქნება, თუმცა საშინაო და საგარეო პოლიტიკის მრავალ ასპექტებზეც გაამახვილებენ ყურადღებას.

გარდა ამისა დიდ ყურადღებას დაუთმობენ ერაყსა და სირიაში მოქმედ ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ კოალიციასთან ერთად ბრძოლასაც.

აღსანიშნავია ისიც, რომ დღეს ეროვნული უშიშროების საბჭოს შეკრებაში პირველად მიიღებენ მონაწილეობას საარჩევნო მთავრობის ზოგიერთი წევრები, მათ შორის ახალი შინაგან საქმეთა მინისტრი ალთინოქი, ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი სინირლიოღლუ და გენშტაბის ახალი უფროსი, არმიის გენერალი ჰულუსი აქარი, რომელიც წინა ასეთ შეკრებაში როგორც სახმელეთო არმიების მეთაური, ისე იღებდა მონაწილეობას.

ეს შეკრება დეკლარაციის მიღებით დასრულდება


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები