უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კალენდარი გამოაქვეყნა

უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კალენდარი გამოაქვეყნა

370300
უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ საარჩევნო კალენდარი გამოაქვეყნა

თურქეთის უმაღლესმა საარჩევნო კომისიამ მიმდინარე წლის 1 ნოემბერს ჩასატარებელი საპარლამენტი არჩევნების კალენდარი გამოაქვეყნა. მის მიხედვით, ამომრჩველთა სია 2 სექტემბერს, ხოლო კანდიდატთა ბოლო სია 28 სექტემბერს გამოქვეყნდება. საზღვარგარეთ ხმის მიცემა 8 ოქტომბერს დაიწყება და 25 ოქტომბერს დასრულდება. სასაზღვრო გამშვებ პუნქტებზე კი ხმის მიცემა 1 ნოემბერს მოხდება და იმავე დღის სამუშაო საათების დამთავრებამდე გაგრძელდება. თავისუფალი საარჩევნო პროპაგანდა 22 ოქტომბერს დაიწყება და 31 ოქტომბერს 18:00 საათზე დასრულდება. 1 ნოემბერს კი დაახლოებით 57 მილიონი ამომრჩეველი საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას მიიღებს. შეგახსენებთ, რომ მომდინარე წლის 7 ივნისს გამართულ საპარლამენტო არჩევნების შედეგებიდან გამომდინარე კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბება იგეგმებოდა, რომელიც ვერ ჩამოყალიბდა, რის გამოც ვადამდელი არჩევნები დაინიშნა.

 


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები