თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ

წვრთნები მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დაიწყება

335236
თურქეთი და აზერბაიჯანი ერთობლივ წვრთნებს ჩაატარებენ

თურქეთის და აზერბაიჯანის საჰაერო ძალები ერთობლივი წვრთნებისათვის ემზადებიან. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროდან გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, წვრთნები სხვადასხვა სფეროში უნდა ჩატარდეს რომელშიც 30-მდე საჰაერო ხომალდი მიიღბს. ერთობლივი წვრთნები სპეცოპერაციის ჩატარების, სამძებრო-სამაშველო და სამიზნეების განადგურების სფეროებში უნდა განხორციელდეს. თურქეთის და აზერბაიჯანის საჰაერო ძალების ერთობლივი წვრთნები მიმდინარე წლის 22 აგვისტოს დაიწყება და 28 დღეს გაგრძელდება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები