მინისტრთა საბჭო პრემიერ აჰმედ დავუთოღლუს თავმჯდომარეობით ჩანკაია

მინისტრთა საბჭო პრემიერ აჰმედ დავუთოღლუს თავმჯდომარეობით ჩანკაიას რეზიდენციაში შეიკრიბა

335431
მინისტრთა საბჭო პრემიერ აჰმედ დავუთოღლუს თავმჯდომარეობით ჩანკაია

მინისტრთა საბჭო პრემიერ აჰმედ დავუთოღლუს თავმჯდომარეობით ჩანკაიას რეზიდენციაში შეიკრიბა.

განხილული იქნა დავუთოღლუს მიერ მთავრობის შექმნის მოვალეობის პრეზიდენტისათვის უკან გადაცემის შემდგომი პროცესი. დღის წესრიგში ვადამდელი არჩევნები და დროებითი მინისტრთა საბჭო დგას.

მინისტრებმა ასევე განიხილეს ტერორგანიზაციის წინააღმდეგ მიმართული ოპერაციები და რეგიონში განვითარებული მოვლენები.

პრემიერმა აჰმედ დავუთოღლუმ მინისტრთა საბჭოს შეხვედრის დაწყებამდე კი სამხედრო ძალების ახალი სარდლები მიიღო. ამ შეხვედრას ესწრებოდნენ გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი არმიის გენერალი ჰულუსი აქარი, სახმელეთო ძალების სარდალი არმიის გენერალი სალიჰ ზექი ჩოლაქი, საჰაერო ძალების სარდალი არმიის გენერალი აბიდინ უნალი, საზღვაო ძალების სარდალი ადმირალი ბულენთ ბოსტანოღლუ და ჟანდარმერიის მთავარი სარდალი არმიის გენერალი გალიპ მენდი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები