თურქეთის გენშტაბს ახალი უფროსი ჰყავს

ნეჯდეთ ოზერი ჰულუსი აქარმა შესცვალა

333398
თურქეთის გენშტაბს ახალი უფროსი ჰყავს


გუშინ თურქეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბში საკადრო ცვლილებები მოხდა და ამ უწყების უფროსის მოვალეობა არმიის გენერალმა ნეჯდეთ ოზერმა არმიის გენერალ ჰულუსი აქარს გადააბარა და მომავალი ოთხი წლის განმავლობაში ეს უკანასკნელი უხელმძღვანელებს თურქეთის არმიას.

გადაბარების ცერემონიაზე სიტყვით გამოსულმა პრეზიდენტმა ერდოღანმა ყურადღება გაამახვილა რა ბოლო დღეებში ქურთული ტერ ორგანიზაცია პკკ-ას გააქტიურებაზე, თქვა, რომ ყველა მათგანს მოეთხოვება მკაცრი პასუხი და თითოეული თურქი მოქალაქის დაღუპვისათვის ყველა მიიღებს საკადრის პასუხს.

“ამ ბოლო თვეებში სეპარატისტები თავს ესხმიან როგორც ჯარისკაცებს და პოლიციელებს, ასევე მშვიდობიან მოქალაქეებსაც და მათი ეს თავდასხმები დაუსჯელად არ დარჩება. ყველას მოსტყდებათ ის ხელები, რომელსაც გაიშვერენ თურქეთის სახელმწიფოს და თურქი ხალხის სიმყუდროვის დარღვევისკენ“, განაცხადა ერდოღანმა და დაამატა, რომ ანტიტერორისტულ ბრძოლას ამ მძიმე სენის სრულ ამოძირკვამდე გააგრძელებენ


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები