კოალიციის თაობაზე მოლაპარაკებები კომისიებს შორის დასრულდა

ახლა საბოლოო სიტყვა პარტიის ლიდერებს ეკუთვნით

313754
კოალიციის თაობაზე მოლაპარაკებები კომისიებს შორის დასრულდა


7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებში ვერც ერთმა პარტიამ ვერ მოაგროვა მარტოდ მარტო მთავრობის შექმნისათვის საჭირო ხმები და ამიტომ პრეზიდენტმა ერდოღანმა კოალიციური მთავრობის შექმნა დაავალა პარლამენტში ყველაზე მეტი სავარძლის მომპოვებელ სამართლიანობისა და განვითარების პარტიის თავჯდომარეს და პრემიერმინისტრ აჰმეტ დავუთოღლუს.

ამ უკანასკნელებმა კი მეორე ადგილზე გასულ რესპუბლიკურ სახალხო პარტიასთან დაიწყეს მოლაპარაკებები და გუშინ ამისათვის შექმნილმა კომისიებმა ბოლო შეხვედრა გამართეს რა, ანგარიშები წარუდგინეს თავიანთი პარტიების ლიდერებს. 7,5 საათიანი შეხვედრის დასრულების შემდეგ კომისიის ხელმძღვანელებმა განაცხადეს, რომ მათ ერთკვირიანი მოლაპარაკებების შედეგების ანგარიშები თავისი უარყოფითი და დადებითი მხარეებით გადასცეს დავუთოღლუს და ქილჩდაროღლუს რა, ახლა კოალიციური მთავრობის შექმნის თაობაზე ისინი გამოიტანენ საბოლოო ვერდიქტს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები