აშშ-ი DEAŞ თურქეთი

რ.თ. ერდოღანსა და აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა.

346993
აშშ-ი DEAŞ თურქეთი


პრეზიდენტ რ.თ. ერდოღანსა და აშშ-ის პრეზიდენტს ბარაკ ობამას შორის სატელეფონო საუბარი გაიმართა. დღის წესრიგში ჩადგა თუ არა ინჯირლიღის ბაზის საკითხი არ არის ცნობილი.
არც თეთრი სახლიდან ყოფილა მის შესახებ რაიმე განცხადება. თეთრი სახლის პრესმდივანმა ჟოშ ერნესტმა უპასუხოდ დატოვა საკითხის თაობაზე მიცემული კითხვა. დაკმაყოფილდა იმის თქმით, რომ ორივე ლიდერი შეთანხმდა ტერ-ორგანიზაცია DEAŞ-ის წინააღმდეგ თანამშრომლობის გაღრმავების საკითხში. ერნესტმა ისიც გამოკვეთა, რომ ამჟამად თურქეთი დიდ მცდელობას იჩენს DEAŞ-ის წინააღმდეგ კოალიციის მხარდასაჭერად. მასპინძლობას უწევს სირიელი ოპოზიციონერების გამოაწრთე-აღჭურვეს პროგრამას. მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა უცხოელი მებრძოლების ნაკადის კონტროლში აყვანის საკითხში. თუმცა ეს არ არის მხოლოდ თურქეთის საქმე, ყველა სახელმწიფოს აკისრია ამის პასუხისმგებლობა. მან შემაშფოთებელი უწოდა თურქეთის სამხრეთის საზღვარზე მიმდინარე მოვლენებს და ისიც დაამატა, რომ საკითხისადმი საჭიროა გაგებით მიდგომა.
შეფასება მისცა თურქეთის ჰუმანიტარული დახმარების მცდელობებსაც და აღნიშნა, რომ თურქეთს აწევს უზარმაზარი ტვირთი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები