ერდოღანი თურქეთში აკრედიტირებულ ელჩებს იფთრის ანუ მარხვის გახსნი

ერდოღანი თურქეთში აკრედიტირებულ ელჩებს იფთრის ანუ მარხვის გახსნის ვახშამზე შეხვდა

344468
ერდოღანი თურქეთში აკრედიტირებულ ელჩებს იფთრის ანუ მარხვის გახსნი

პრეზიდენტი რ. თ. ერდოღანი თურქეთში აკრედიტირებულ ელჩებიფთრის ანუ მარხვის გახსნის ვახშამზე შეხვდა. მან დამსწრეებს სიტყვით მიმართა და აქტუალურ საკითხებზე ისაუბრა, მათ შორის ტერორგანიზაცია DEAŞ-ზე და ერთობლივი ბრძოლის მნიშვნელობაზე გაამახვილა ყურადღება. თურქეთის პრეზიდენტის განცხადებით, თურქეთის საზღვრებთან ტერორგანიზაციის მიერ ფესვების გადგმას არ დაუშვებენ. მან ასევე ისაუბრა სირიის თემაზე და აღნიშნა: „სირიაში დემოგრაფიული სტრუქტურის ცვლილების მცდელობას ვერ დავთანხმდებით. საერთაშორისო საზოგადოება სირიის მხოლოდ DEAŞ-ის კუთხით განხილვას უნდა შეეშვას. საერთაშორისო არენაზე სირიის რეჟიმის დაცვას ადგილი ვერ ექნება“.

რ. თ. ერდორანი ასევე შეხო ტერორიზმთან ბრძოლაში ქვეყნებს შორის ეფექტური თანამშრომლობის მნიშვნელობას და დასძინა, რომ თურქეთმა სირიისა და DEAŞ-ის ასპექტში ტერორიზმის ეჭვით 1300-ზე მეტი უცხოელი დააკავა და ქვეყნების საზღვრები დაატოვებინა.

თურქეთის პრეზიდენტმა სინძიანის უიგურთა ვტონომიურ რაიონში უიგური თურქების მიმართ განხორციელებულ ზეწოლაზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ამ თემაზე თავიანთი უკმაყოფილება ჩინურ მხარეს გადასცეს. მისივე თქმით, მიმდინარე თვის ბოლოს ჩინეთში ვიზიტის დროს თურქეთი ამ თემაზე თავის მგრძნობიარე დამოკიდებულებაზე ისაუბრებს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები