ქურთულმუშმა დღის წესრიგი TRT-ს მეშვეობით შეაფასა

მან 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნები შეაფასა

319148
ქურთულმუშმა დღის წესრიგი TRT-ს მეშვეობით შეაფასა

თურქეთის ვიცეპრემიერმა ნუმან ქურთულმუშმა დღის წესრიგთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის TRT-ს მეშვეობით შეაფასა. ქურთულმუშმა 7 ივნისის საპარლამენტო არჩევნებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ამომრჩეველმა პოლიტიკოსებს მოუწოდა ერთობლივად მართონ ქვეყანა. ”პოლიტიკა იმას არ ნიშნავს, რომ მხოლოდ ჩემი ნათქვამია მართალი ან ჩემი კრიტერიუმების მიხედვით უნდა იმართოს ქვეყანა”- განაცხადა ვიცეპრემიერმა ქურთულმუშმა და დასძინა, რომ სამართლიანობის და განვითარების პარტიის გარეშე მთავრობის ჩამოყალიბება არ იქნება შეასფერისი, რაც არჩევნების შემდეგ პოლიტიკური პარტიების მხრიდან გაკეთებულ განცხადებებშიც ნათლად ჩანს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები