გუშინ მინისტრთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა

განიხილეს აქტუალური საკითხები

314664
გუშინ მინისტრთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა


7 ივნისის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ გუშინ მეორედ გაიმართა მინისტრთა საბჭოს სხდომა. 

ჩანკაიას რეზიდენციაში გამართულ შეკრებაზე სირიის საზღვარზე განვითარებული მოვლენები და არჩევნების შემდეგ შექმნილი მდგომარეობა იქნა განხილული.

როგორც ცნობილია თურქეთის საზღვართან ახლოს მდებარე ქალაქ თელ ადიაბადის ISIS-დან ქურთების ხელში გადასვლის შემდეგ რეგიონში დემოგრაფიული სტრუქტურის ცვლილებები ხდება და ანკარა ახლოდან და შეშფოთებით აკვირდება ამ მოვლენებს.

შეხვედრაზე შეფასებულ იქნა ასევე კოალიციის შესაძლო სცენარები, ვადამდელი არჩევნების, უმცირესობის მთავრობის შექმნის შესაძლებლობები და სხვა აქტუალური საკითხები. სხდომის დასრულების შემდეგ მინისტრებმა იფთარი, ე.ი. სამარხვო ვახშამი გამართეს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები