სტამბოლის აღების 562-ე წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განცხ

სტამბოლის აღების 562-ე წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა

297184
სტამბოლის აღების 562-ე წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განცხ

სტამბოლის აღების 562-ე წლისთავთან დაკავშირებით პრეზიდენტმა განცხადება გაავრცელა.

პრეზიდენტმა რ. თ. ერდოღანმა სტამბოლის აღების 562-ე წლისთავთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა და დასძინა, რომ ამ ფაქტმა ისტორიის მსვლელობა შეცვალა. აქვე ნათქვამია: „სტამბოლის აღება პოლიტიკური, სოციალური და კულტურული შედეგებით მსოფლიო ისტორიის მსვლელობის შემცვლელი, ჩვენი ერის ერთ-ერთი ბრწყინვალე გამარჯვებაა.

პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ფათიჰ სულთან მეჰმედი ტოლერანტობასა და სამართლიანობაზე დამყარებული მმართველობით ისტორიაში შევიდა და ქალაქი აქცია ადგილად, სადაც მომდევნო პერიოდში სხვადასხვა რელიგიების და კულტურის წარმომდგენელთა ერთად ცხოვრობდნენ. მისივე თქმით, სტამბოლი ბუნებრივი, ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობით მსოფლიოს ერთ-ერთი უიშვიათესი ქალაქია.

აღნიშნულ დღესთან დაკავშირებით განცხადებ გაავრცელა ასევე თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯომარემ ჯემილ ჩიჩექმა და აღნიშნა, რომ სტამბოლი მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქია და დაამატა: „სტამბოლი ჩვენი ისტორიის ყველაზე წმინდა მოგონებაა. ამ ისტორიის ყველაზე დიდი სახელი ფათიჰ სულთან მეჰმედია. ამ ლამაზი ქალაქის მიერ სულიერი და მატერიალური ფასეულობებით დამსახურებული ადგილის დაკავება სახელმწიფოსა და საზოგადოების მოვალეობაა“.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები