ერდოღანმა ჟურნალ STAV-ს ინტერვიუ მისცა

ბალკანეთის ხალხთან ძმური ურთიერთობა უფრო უნდა გავამყაროთ

276056
ერდოღანმა ჟურნალ STAV-ს ინტერვიუ მისცა


პრეზიდენტმა რეჯე თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ ბალკანეთის ქვეყნების ხალხის მშვიდობა და წარმატებები სურთ. პრეზიდენტი ერდოღანი 20 მაისს ბოსნია ჰერცოგოვინაში ვიზიტით ჩასვლას აპირებს და ამ ვიზიტამდე ადგილობრივ ჯურნალ STAV-ს ინტერვიუ მისცა.

მან ამ ინტერვიუში თურქეთის ბოსნია ჰერცოგოვინის მიმართ ხედვაზე გაამახვილა ყურადღება. ”ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული შესანიშნავი ურთიერთობა გვსურს კიდევ უფრო გავაღრმავოთ,” განაცხადა ერდოღანმა.

ერდოღანმა ასევე თავის ინტერვიუში ხაზი გაუსვა იმასაც რომ ბოსნია ჰერცოგოვინაში არცერთ ეთნიკურ დაჯგუფებას არ ანსხვავებენ და ეს თურქეთის მიერ მათ მიმართ გაწეული დახმარებებით და ინვესტიციებითაც ნათლად ჩანს.

ერდოღანმა თავის ინტერვიუში სრებრენიცაში მომხდარ მოვლენებზეც გაამახვილა ყურადღება. მან თავის ინტერვიუში განაცხადა, რომ საერთაშორისო საზოგადოებამ სრებრენიცას გენოციდზე ყურადღება უნდა გაამახვილოს და ეთნიკური დაჯგუფებების მიმართ ზიზღის თუ რაოდენ ზიანის მომტანია კარგად უნდა გააცნობიეროს. ერდოღანმა იმ დროს დაღუპულების ოჯახებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები