2015 წელი უფრო წარმატებული იქნება

2015 წელი უფრო წარმატებული იქნება

276125
2015 წელი უფრო წარმატებული იქნება

ვიცეპრემიერმა ალი ბაბაჯანმა განაცხადა, რომ თურქეთისთვის 2015 წელი ზრდის, იმფლაციის, და წლიური მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის მხრივ უფრო უკეთესი იქნება. ბაბაჯანმა სტამბოლის სავაჭრო პალატის შეხვედრაზე თურქეთის მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის პროგნოზის შესახებ განცხადება გააკეთა.

”თურქეთს საერთაშორისო ბაზარზე რეპუტაციის და ნდობის პრობლემა არ გააჩნია,” განაცხადა მან. ბაბაჯანმა თურქეთის მიმდინარე წლის ეკონომიკის პროგრამაზეც გაამახვილა ყურადღება და დასძინა, რომ თურქეთს მიმდინარე წლისათვის სამი მიზანი აქვს: ინფლაციის დაწევა, წლიური მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაწევა და ამ რეფორმებით თურქეთის ეკონომიკის გაზრდა. ”ამ ყველაფრის განხორციელებას ახლო მომავალში ჩასატარებელი საპარლამენტო არჩევნები ხელს არ შეუშლის ”, განაცხადა მან.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები