პრეზიდენტი ალბანეთში ერთ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა

პრეზიდენტი ალბანეთში ერთ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა

274276
პრეზიდენტი ალბანეთში ერთ დღიანი ვიზიტით იმყოფებოდა

პრეზიდენტ რეჯებ თაიპ ერდოღანიალბანეთში ოფიციალური ვიზიტის დროს დედაქალაქ ტირანაში ბალკანეთის უდიდეს ტირანას ნამაზგაჰის მეჩეთის მშენებლობას ჩაეყარა საძირკველი.

ერდოღანმა მონაწილეობა მიიღო თურქეთის თანამშრომლობისა და კოორდინაციის სააგენტოს თიკას მიერ რესტავრირებული პრეზეს ციხესიმაგრის მეჩეთის გახსნის ცერემონიაში.

ცერემონიაზე, რომელსაც კოსოვოდან, მაკედონიიდან, ბოსნიიდან და მონტენეგროდან ჩასული სტუმრებიც ესწრებოდნენ, ერდოღანმა მუსლიმებს ერთიანობისაკენ მოუწოდა და ასევე ისაუბრა ტერორისტულ ორგანიზაციად შეფასებულ პარალელური სტრუქტურის ალბანეთში მოღვაწეობაზე და მოითხოვა არ დაუშვან მათ საქმიანობა ალბანეთში.

თურქეთის პრეზიდენტი ასევე სიტყვით გამოვიდა თურქეთ-ალბანეთის საქმიან საბჭოზე.

ამავდროულად, რ. თ. ერდოღანი თიკას მიერ რესტავრირებული დაწყებითი სკოლის გახსნის ღონისძიებას დაესწრო და მოინახულა ტირანაში დაუნის სინდრომის მქონე ბავშვებისთვის მომზადებული სპეციალური ცენტრი.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები