"მავი მარმარა"-ს დაზარალებულებს სასამართლოში მოუსმენენ

მათ სარჩელი საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოში ჰქონდათ შეტანილი

265394
"მავი მარმარა"-ს დაზარალებულებს სასამართლოში მოუსმენენ

”მავი მარმარა”-ს დაზარალებულთა ადვოკატებიდან ჯიჰათ გოქდემირმა განაცხადა, რომ საერთაშორისო სისხლის სამართლის სასამართლოს წინასწარმა საგამოძიებო ბიურომ ისრაელის მიერ ”მავი მარმარა”-ს გემზე განხორციელებული თავდასხმის შედეგად დაზარალებულების მოსმენის შესახებ შეტანილი სარჩელი დააკმაყოფილა.

გოქდემირმა ასევე დასძინა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინსვლაა, რადგან მსგავსი სარჩელი აღნიშნულ სასამართლოში ჯერ არ განხილულა, ეს კი იმაზე მიუთითებს, რომ სასამართლომ ისრაელის მიერ ომის დანაშაულის ჩადენა აღიარა.

ისრაელის მიერ ღაზაზე დაწესებული ემბარგოს გასარღვევად სტამბოლიდან წასულ ”მავი მარმარა”-ს ჰუმანიტარულ გემს, რომელიც ღაზასთან ახლოს საერთაშორისო წყლებში იმყოფებოდა, 2010 წლის 31 მაისს ისრაელის სამხედროებმა ცეცხლი გაუხსნეს, რის შედეგადაც თურქეთის 9 მოქალაქე დაიღუპა და 50-ზე მეტი კი დაშავდა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები