პრეზიდენტი ერდოღანი ყაზახეთში ჩავიდა

ვიზიტის ფარგლებში თურქეთ-ყაზახეთის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის მეორე საბჭოს სხდომასაც გაიმართება

238121
პრეზიდენტი ერდოღანი ყაზახეთში ჩავიდა

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ოფიციალური ვიზიტით ყაზახეთის დედაქალაქ ასტანაში ჩავიდა სადაც მას ყაზახეთის პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი ოფიციალური ცერემონიალით დახვდა.

ამის შემდეგ ერდოღანმა და ნაზარბაევმა პრეზიდენტის სასახლეში პირისპირ შეხვედრა გამართეს.

ვიზიტის ფარგლებში თურქეთ-ყაზახეთის უმაღლესი დონის სტრატეგიული თანამშრომლობის მეორე საბჭოს სხდომასაც უნდა გაიმართოს, რომელსაც ორივე ქვეყნის ლიდერები გაუწევენ თავჯდომარეობას.

სხდომის დასრულების შემდეგ შეთანხმებულ საკითხებზე ხელმოწერის ცერემონიალი ჩატარდება და ამის შემდეგ ორივე ქვეყნის პრეზიდენტი ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავს.

პრეზიდენტ ერდოღანს ამ ვიზიტის ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრ თანერ ილდიზთან ერთად სხვა მინისტრები და ბიზნესმენებიც თან ახლავს.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები