კონიაში მე-15 საუკუნის ზარბაზნის ჭურვები აღმოაჩინეს

ისინი მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ჩააბარეს

235818
კონიაში მე-15 საუკუნის ზარბაზნის ჭურვები აღმოაჩინეს


ცენტრალურ ანატოლიაში მდებარე ქალაქ კონიის თექქელის მთის კალთებზე გრძელდება არქეოლოგიური გათხრები და უკვე აღმოჩენილია 5 ათასი წლის წინანდელი ციხე-სიმაგრის ნანგრევები და წყლის რეზერვუარი.

ხსენებული ციხე სიმაგრე ელინისტური, რომაული, ბიზანტიური, სელჩუკური და ოსმანური ეპოქების ნაკვალევს ატარებს და სწორედ აქედან ხდებოდა ქალაქ კონიის ალყა შემომრტყელი მტრის არმიების კონტროლი და მათზე უეცარი თავდასხმები.

ციხის ერთ ნაწილში, უფრო კონკრეტულად კი მის მიმდებარე კლდეზე ამოკვეთილი სარკოფაკებიც აღმოაჩინეს, რომლებიც რომაულ და ბიზანტიურ ცივილიზაციებს განეკუთვნიან.

ამჯერად კი არქეოლოგებმა სტამბოლის დამპყრობი მეჰმეტ მეორის ეპოქის დროინდელი ზარბაზნების ჭურვები აღმოაჩინეს და ისინი მხარეთმცოდნეობის მუზეუმს ჩააბარეს


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები