ერდოღანი ობამას ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტელეფონით დაუკავშირდა

283324
ერდოღანი ობამას ტელეფონით ესაუბრა

პრეზიდენტ რ. თ. ერდოღანს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ბარაკ ობამა ტელეფონით დაუკავშირდა. ერთი საათის განმავლობაში ლიდერებმა რეგიონალური და საერთაშორისო საკითხები განიხილეს. მათ ისაუბრეს ტერორგანიზაციას ISIS-თან ბრძოლაში თანამშრომლობის და ერაყსა და სირიაში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარების მიზნით წარმოებულ ერთობლივ მცდელობებზე.

ლიდერებმა ასევე ერთმანეთს გაუზიარეს თავიანთი მოსაზრებები სირიაში “გაწვრთნა-აღჭურვის“ პროგრამის ფარგლებში ზომიერი სირიელი ოპოზიციონერების მხარდაჭერისა და უცხოელი მილიტანების ამ ქვეყანაში გადასვლის აღკვეთის საკითში თანამშრომლობის გაზრდაზე.

ობამამ თურქეთის მიერ სირიიდან და ერაყიდან გადასული დაახლოებით 2 მილიონი ადამიანისათვის მასპინძლობისა გაწევისა და უცხოელ მილიტანებთან ბრძოლის საკითხში წვლილის შეტანის გამო ერდოღანს მადლობა გადაუხადა.

ერდოღანმა და ობამამ იემენსა და უკრაინაში განვითარებულ ბოლო მოვლენებთან ერთად ირანის ბირთვულ პროგრამასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები განიხილეს და განაცხადეს, რომ ამ და სხვა რეგიონალურ საკითხებზე მომდევნო პერიოდში მჭიდრო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები