ბილგიჩი თრტ თურქი

საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი თანჟუ ბილგიჩი ესტუმრა TRT-ს მაუწყებლობას და ისაუბრა თურქეთის საგარეო პოლიტიკაში არსებულ ცვლილებებზე.

280337
ბილგიჩი თრტ თურქი


უკანასკნელ წლებში თურქეთმა მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწია საგარეო პოლიტიკაში.
მეტად საჭირო დიპლომატიური ურთიერთობები დაამყარა სამხრეთ აზიიდან დაწყებული აფრიკასა და ლათინურ ამერიკასთან.
საგარეო საქმეთა მინისტრის მრჩეველი თანჟუ ბილგიჩი ესტუმრა TRT-ს მაუწყებლობას და ისაუბრა თურქეთის საგარეო პოლიტიკაში არსებულ ცვლილებებზე.
აღნიშნა, რომ 2002 წელში, აფრიკაში, თურქეთს გააჩნდა მხოლოდ 12 საელჩო, ახლა მისმა რაოდენობამ 39-ს მიაღწია.
სამი მილიარდი დოლარის სავაჭრო მოცულობა გაიზარდა 22 მილიარდ დოლარამდე.
აქამდე, ლათინურ ამერიკაში გააჩნდა 6 საელჩო, ახლა მისმა რაოდენობამ მიაღწია 13-ს. 10 წელიწადში, ათჯერ გაიზარდა საგარეო ვაჭრობა.
ბილგიჩმა, ასევე შეფასება მისცა საგარეო საქმეთა მინისტრის მევლუდ ჩავუშოღლის აზიასა და წყნარი ოკეანის ტურებს და მნიშვნელოვანი უწოდა მას.
თურქეთის უკრაინის პოლიტიკას კი აშკარა და გამჭვირვალე უწოდა. აღნიშნა, რომ თურქეთი ყოველთვის გამოკვეთავს უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის, პოლიტიკური ერთობის დაცვის საჭიროებას. მიუღებლად მიიჩნევს ყირიმის ანექსიას. ბილგიჩი შეეხო სირიის ვითარებასაც და მნიშვნელოვანი უწოდა უცხოელი მებრძოლების DEAŞ-ის არმიაში გაწევრიანებისთვის შეფერხების შესაქმნელად სადაზვერვო სამუშაოების გაზიარება.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები