ერდოღანმა საბაირამო მესიჯი გაავრცელა

მან ეს მესიჯი 5 ენაზე გაავრცელა

275234
ერდოღანმა საბაირამო მესიჯი გაავრცელა


ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით მისალოცი მესიჯი გაავრცელა პრეზიდენტმა ერდოღანმა, რომელშიც აღნიშნულია, რომ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე ძველი დღესასწაული, გაზაფხულის მოსვლის აღსანიშნავი ნოვრუზ-ბაირამი არის მშვიდობის, ერთობისა და მეგობრობის ზეიმი, რომელიც საუკუნეებია რაც აღინიშნება თურქულ სამყაროში და იგი მახარობელია განწმენდის, განახლებისა და უარყოფითისაგან განთავისუფლების. ერდოღანის მესიჯით 2010 წლიდან დაწყებული ამ ბაირამობას გაეროც აღნიშნავს.

“მე ვისურვებდი, რომ ამ ბაირამობას ჩვენი სამშობლოსათვის მშვიდობა, ერთიანობა, ბარაქა და ბედნიერება მოეტანოს და მე მწამს რომ ამ ბაირამობით მოსალოდნელ შედეგს მივაღწევთ ქურთებთან მიმდინარე სამშვიდობო პროცესში და განვითარების ახალ ეტაპზე გადავალთ“, ხაზგასმულია ერდოღანის მესიჯში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ერდოღანმა ეს მესიჯი Twitter-ის ანგარიშიდან თურქულთან ერთად არაბულ, ქურთულ, ინგლისურ და სპარსულ ენებზეც გაავრცელა


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები