ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თურქეთის საელჩო ავტომანქანაზე თავდას

თავდასხმის დროს თურქეთის შეიარაღებული ძალების ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა

238054
ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თურქეთის საელჩო ავტომანქანაზე თავდას

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში თურქეთის საელჩო ავტომანქანაზე თავდასხმა განხორციელდა.

თავდასხმის დროს თურქეთის შეიარაღებული ძალების ერთი თანამშრომელი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა.

დილის საათებში რეგიონში, სადაც თურქეთის, გერმანიისა და ირანის საელჩოებია განთავსებული, ქაბულში თურქეთის ელჩის წამოსაყვანად მიმავალ ავტომანქანაზე თავდასხმა განხორციელდა.

გაერთიანებული შტაბისა და საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებებში ნათქვამია, რომ თავდასხმა განხორციელდა ნატოს ავღანეთში მყოფი მაღალი რანგის სამოქალაქო წარმომადგენლის ელჩის ისმაილ არამაზისათვის გამოყოფილ დაცვის ავტომანქანაზე, აფეთქების შედეგად მანქანში მყოფი უსაფრთხოების ძალების თურქი თანამშრომელი დაიღუპა, მეორე კი დაიჭრა.

გარდაცვლილი და დაჭრილი თანამშრომლების ვინაობის შესახებ ჯერ-ჯერობით ინფორმაცია არ გავრცელებულა.

თავდასხმა სოციალური მედიის საშუალებით დაგმო საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუდ ჩავუშოღლუმ.

თავდასხმის დროს, რომელზედაც პასუხისმგებლობა თალიბანმა აიღო, ერთი ავღანელიც დაიღუპა.


საკვანძო სიტყვები:

მსგავსი ინფორმაციები